ახალი ამბები

ივანიშვილი: ჰამარბერგი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაში ყოფნისას გავიცანი

19 აპრილი, 2015 • • 1146
ივანიშვილი: ჰამარბერგი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაში ყოფნისას გავიცანი

გადაცემაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე საუბრობდნენ და ივანიშვილმა ჰამარბერგის როლი ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამოყო:


“2014 წელს მიიღეს ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია, მისი შესატყვისი გეგმაც შეიმუშავეს. ამა წლის პირველ აპრილს გადამოწმებაც მოხდა, თუ როგორ სრულდება ეს სამოქმედო გეგმა. ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ევროპულად ფიქრი, ვაჟასეულად ფიქრი დაიწყო, რომ ადამიანია ყვეალფრის სათავეში და ადამიანისთვის უნდა კეთდებოდეს ყველაფერი. ვაჟას მაგარი როლი აქვს ადამიანის უფლებებზე და ბევრი ნაწერიც აქვს ამ თემაზე. ჰამარბერგმა ძალიან ბევრი იზრუნა, მთავრობამ ბევრი იმუშავა დაწყებული ჩემი პრემიერობიდან და ეს პროცესი გრძელდება. 2014-2020 წლების სტრატეგიული გეგმა უკვე ძალიან ბევრის მთქმელია. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესები არათუ შენელდება, არამედ უფრო გაძლიერდება, რამეთუ კარგის სწავლა და შეჩვევა ძალიან იოლია”, – განაცხადა ივანიშვილმა.


ყოფილი ევროკომისარი თომას ჰამარბერგი ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იყო საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებების სფეროში. მან საქართველოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იმუშავა და ორი ანგარიშიც მოამზადა.


თუ რას ფიქრობს ჰამარბერგი ივანიშვილის ბოლოდროინდელ კრიტიკაზე არასამთავრობო სექტორის 3 ლიდერის მიმართ, შეგიძლია წაიკითხოთ ამ ბმულზე.


ჰამერბერგი და ივანიშვილი
ჰამერბერგი და ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი