ახალი ამბები

ბარამიძე: პროკურატურის საქმიანობაში სამი ახალი ინსტიტუტი ჩაერთვება

4 ივნისი, 2015 • • 1211
ბარამიძე: პროკურატურის საქმიანობაში სამი ახალი ინსტიტუტი ჩაერთვება

“შემოდის სამი ახალი ინსტიტუტი. შემოდის საპროკურორო საბჭო, მეორე არის პროკურორთა კონფერენცია. მესამე არის საგანგებო პროკურორი. ეს ინსტიტუტები იქნებიან ჩართული მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების საქმეში. ეს პროცესი იქნება ძალიან დემოკრატიული, გამჭვირვალე, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით. საპროკურორო საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარომადგენლებიც იქნებიან”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატს პარლამენტს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს, პროკურატურა საქმიანობის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ინტიტუტი იქნება.

 

“საერთო ხელმძღაანელობას იუსტიციის მინისტრი ახორციელებს. ასეა საქართველოსი კონსტიტუციით, თუმცა ცალკეულ საპროკურორო ფუნქციებში იუსტიციის მინისტრი და რომელიმე სხვა პირი არ ერევა”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ სქართველოს პარლამნეტში ყოფნისას.

 

დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმირება იგეგმება.

ალექსანდრე ბარამიძე. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო
ალექსანდრე ბარამიძე. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი