წელს პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის ბიუჯეტიდან 2 229 291 ლარს მიიღებენ, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორიც პავლე კუბლაშვილია.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ კანონში არ არის ნათლად განმარტებული, თუ რის საფუძველზე შეიძლება მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის (სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, ჯამრთელობის მდგომარეობა) დამუშავება.
"განცხადება, რომელიც დავწერე, იყო დაახლოებით ამ სახის: მე, ეკატერინე ლემონჯავა ომიანეს ასული, ნებაყოფლობით კონსპირაციულად ვითანამშრომლებ შსს–სთან. განცხადებაშივე ჩამაწერინეს მათ მიერვე შემოთავაზებული ზედმეტი სახელი „როკერა“, – ამბობს როკ–კლუბის დირექტორი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ პროხოროვი ლენინის გვამის დამარხვის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.
რა კრიტერიუმი აქვს კონტროლის პალატას იმის დასადგენად, არის თუ არა პირი პირდაპირ ან ირიბად პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული? – ”ნეტგაზეთის” ამ კითხვას კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ უპასუხა.
ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე ემორჩილება კონტროლის პალატის მოთხოვნას და უარს ამბობს 1'100'000 ლარზე. პარალელურად, ორგანიზაცია უახლოეს მომავალში კონტროლის პალატის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს.
მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ სახლი ნამდვილად ავარიულია, ბინათმოსარგებლეები თავად ირჩევენ სამშენებლო კომპანიას, რომელიც თანახმაა ჩაატაროს გამაგრებითი სამუშაოები. ამის შემდეგ სამშენებლო კომპანია გამგეობაში ხარჯთაღრიცხვას წარადგენს, რომლის 80%–ს გამგეობა დაფარავს, ხოლო 20%–ის დაფარვა თავად მოსახლეობას მოუწევს.
"თუ მოსყიდვის მუხლი დაუკვალიფიცირდა, უშუალოდ სისხლის სამართლებრივად პარტიას არავინ დასჯის, მხოლოდ ისჯება იურიდიული პირი, თუ მან პარტიის სასარგებლოდ მოისყიდა ამომრჩეველი და თვითონ ამომრჩეველიც, რომელიც კანდიდატს მოთხოვს რაიმეს გაკეთებას. კანონში მოთხოვნაზეც კი ისეთი ფორმულირებაა, რომ ამაზეც კი შესაძლებელია ამომრჩევლისთვის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით."
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.
კუბლაშვილს მაგალითი მოჰყავს აღნიშნული მუხლის განმარტებისთვის. მისი განცხადებით, თუ ადამიანმა, რომელსაც აქვს შპს, გადაწყვიტა, რომ თავისი შპს–ის მეშვეობით, დაიქირაოს რამდენიმე ასეული ადამიანი , რომელსაც ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი იურიდიული პირი ექცევა დაფინანსების მხრივ კონტროლის ქვეშ და მასზე გავრცელდება შეზღუდვები
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, შეისწავლოს მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ყველა გარემოება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 25 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცნობი მამაკაცი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება.
“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა(CRRC)” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემისადმი. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის თვალსაჩინოა სასამართლო სისტემის გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით, არსებობს მოსაზრებებიც, რომ სასამართლოზე გავლენას ახდენს მთავრობა და სასამართლო ზედმეტად მკაცრია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ მიმდინარე წლის 23 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ამავე სამინისტროს მიენიჭა ექსპროპრეაციის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” მოქალაქე რობერტ ჩაჩავას 20 ათას კვ. მეტრ მიწას ჩამოართმეევენ, სადაც განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები და მიწის ნაკვეთები.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე და მხატვარი ნიკუშა შენგელაია დღეს, 25 იანვარს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
დღეს, 25 იანვარს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ, ვეტერანმა მფრინავებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი კუთვნილი კომპენსაციის მიღებას და პენსიის გაზრდას ითხოვენ.
”ვიკილიქსის” დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი უახლოეს მომავალში რუსულ ტელეარხ ”Russia Today-ის” წამყვანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ახალი მუხლის (30 მუხლის 71 პუნქტი) თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10 პროცენტის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20 პროცენტით.”
საქართველოში პურის ფქვილი გაიაფდა, თუმცა პურის ფასი არ შეცვლილა. პურპროდუქტების მწარმოებლები აცხადებენ, რომ პურზე ფასის დაწევას წისქვილკომბინატები აფერხებენ.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელდეს იმ ტიპის ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის, ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებმა ბინაზე მიაწოდონ ამბულატორიული მომსახურება გადაადგილების უნარის არმქონე პირებს.
2 თებერვალს გიორგი თარგამაძე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საუზმეზე. ღონისძიებას სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები, გავლენიანი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ხელი არ მოაწეროს საფრანგეთის პარლამენტის სენატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სომეხთა გენოციდის აღიარებას კრძალავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი საფრანგეთიდან ელჩის გაწვევას და საფრანგეთთან ურთიერთობების შეწყვეტას აპირებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახური თბილისში გუდამაყრის ქუჩაზე, მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ჯიხურის დემონტაჟის საკითხს ეხმაურება და განმარტავს, რომ მოქალაქის მიერ მითითებული ჯიხური წლების განმავლობაში უნებართვოდ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
ბიძინა ივანიშვილი 13 იანვარს, ღამეს, საჩხერეში საახალწლო კონცერტის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს აღმაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ მოქმედებებს კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ჯიხური დღეს, დილის 8–ის ნახევარზე, აიღო და ჯიხურის მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, 22 იანვარს ცხინვალის რეგიონში “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” მოტივით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.
2011 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ტელეარხებით ყოველდღიურად მოსახლეობის 82% იღებდა. ყველაზე ხშირად მოსახლეობა პოლიტიკისა და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გადაცემებს რუსთავი 2-ისა (88%) და იმედის (85%) მეშვეობით უყურებს. თუმცა მათ მიმართ ნდობა, ორივე არხის შემთხვევაში, მხოლოდ 33%-ია.
საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
რეალ–პოლიტიკა, პრაგმატიზმი და ევროპული ფასეულობები, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფის მთავარი განმსაზღვრელი იქნება. აღნიშნულის შესახებ დღეს, 23 იანვარს, “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადეს.
დღეს, 23 იანვარს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება და დახმარება სთხოვეს როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ანგარიშის, “ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივების” მიხედვით, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა.
კლიმატური ცვლილებების შედეგად დედოფლისწყაროში ოდესღაც ნაყოფიერი მიწა უდაბურდება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი ფერმერების ნაწილმა მიწების დამუშავება შეწყვიტა.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 23 იანვარს, მიიღებს გადაწყვეტილებას, დააყადაღოს თუ არა ”მაესტროს” გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის ქონება. მოსამართლე გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა, თამუნა ანდრიაძემ აცნობა.
დღეს, 23 იანვარს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიწვევით ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვდებიან. განხილვის თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება იქნება.
მარჯანიშვილის ქუჩაზე, კორპუსის წინ მშენებარე კომპლექსის გამო უკვე დაიხურა კორპუსის პირველ სართულზე არსებული რამდენიმე მაღაზია და აფთიაქი, შენობის დაცლას აპირებს „თიბისი ბანკიც“. თუმცა, პრეტენზიებს მშენებლობის გამო მხოლოდ პირად საუბრებში გამოხატავენ როგორც კომერციული ობიექტების წარმომადგენლები, ისე – კორპუსის მაცხოვრებლები.
საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ამაღლების შემდეგ წამყვანმა სარეიტინგო კომპანია Fitch–მა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი 19 ბანკიდან სამის საკრედიტო რეიტინგი გაზარდა.
დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობიდან პრემიერ – მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრებიან.
საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად გამოაცხადა. რეგიონის ტურისტული განვითარების პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა.
საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა, 2010 წელთან შედარებით, 25.8 პროცენტით გაიზარდა.
რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საქართველოს მთავრობამ საფასური დააწესა. ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება, რომელსაც პრემიერმინისტრი ნიკა გილაური აწერს ხელს, ძალაში 2012 წლის 18 იანვარს შევიდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად მინისტრის მოადგილეებად ნათია მიქელაძე და მიხეილ ჯანელიძე დაინიშნენ.
"ბეშიქ ჰაიას" ნაცვლად, რომელიც თურქეთში, არდაგანის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო და რომელიც ეკოლოგიურ პრობლემას უქმნიდა მდინარე მტკვარს, ერთობლივი კასკადი აშენდება როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ტერიტორიაზე.
აშშ-ის შტატ ვირჯინიის მიერ გაცემული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, საავტორო უფლებბების დარღვევისთვის, დღეს, 20 იანვარს, ახალ ზელანდიაში ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი სისტემის - Megaupload.com-ის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. Megaupload ცოტა ხნის წინ შეურთდა საპროტესტო კამპანიას ანტიმეკობრული კანონების - PIPA-სა და SOPA-ს - წინააღმდეგ.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 19 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ პატიმრებს ვადაგასული, გაფუჭებული საკვებით კვებავენ და ანტისანიტარიის გამო პატიმრები საკვებში თმასა და მწერებს ხშირად პოულობენ.
"როგორც ქართულმა, ასევე სომხურმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისაგან და ამ ძეგლებთან დაკავშირებული ყველა ქმედება განხორციელდეს ორი ეკლესიის წარმომადგენელთა მონიტორინგის ქვეშ."
ლობოტომიის შედეგად გონებაგათიშული ადამიანი არა მარტო ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის გახდა მიმზიდველი. მსოფლიო აღიარების შემდეგ ახალ მეთოდს ყურადღება „სხვებმაც“ მიაქციეს. განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმები დაინტერესდნენ. მაგრამ რამდენიმე მილიონი მოქალაქისთვის ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, თანაც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარ შესაძლებლობებს სცილდება, ამიტომაც სკალპელის ფუნქცია ავტორიტარულ ქვეყნებში მასმედიის საშუალებებმა იკისრეს.
"რაც შეეხება ივანიშვილის გარშემო მყოფ პარტიებს, მათ ჯერ კიდევ ნათლად უნდა დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი რეალურად მებრძოლი ძალა არიან, რომ ისინი აპირებენ ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად და არა – მათ ჩანაცვლებას", – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.
კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა გაამხილეს, რომ წელს ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი იტალიელი რეჟისორი და მსახიობი ნანი მორეტი იქნება. რეჟისორმა ოქროს პალმის რტო 2001 წელს, ფილმისთვის ”შვილის ოთახი” მიიღო.
„კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევამ საქართველოში“ აჩვენა, რომ რეპეტიტორობაზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი ფაქტორია: სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბიბლიოთეკა დროებით სხვა ადგილზე გადაინაცვლებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდება.
რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და რატომ ადანაშაულებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მას ამ კუთხით უმოქმედობასა და უპასუხისმგებლობაში?
ფოტოებს, რომლებზეც ასახული იქნება საქართველოში ახლადაშენებული და მშენებლობის პროცესში მყოფი ინფრასტუქტურული პროექტები - ქალაქები, შენობები, ქუჩები, ხიდები და ა.შ. –პრეზიდენტის ადმინისტრაცია 31 მარტამდე მიიღებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, სკოლა უფლებამოსილია, მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეს მის მიერ არაერთგზის, სკოლის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის მიზეზით.