ეკონომიკა

“როსნეფტი” ფოთის პორტში შედის

30 დეკემბერი, 2014 • • 2720
“როსნეფტი” ფოთის პორტში შედის

“ინტერფაქსის” ცნობით, დავით იაკობაშვილი “Petrocas Energy Limited”-ში საკონტროლო პაკეტს ინარჩუნებს, თუმცა ფინანსური გარიგების მოცულობა არ ხმაურდება. 

 

აღნიშნული ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია “როსნეფტის” ვებგვერდზეც ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ ეს ორი კომპანია ერთობლივ საწარმოს ქმნის, რომელიც ლოჯისტიკის და საცალო გაყიდვების სფეროში იმუშავებს.  

კომპანია როსნეფტი
კომპანია როსნეფტი

 

“როსნეფტის” ხელმძღვანელის იგორ სეჩინის შეფასებით, აღნიშნული გარიგება ძალიან მნიშვნელოვანია და ნავთოპპროდუქტების მიწოდებას გაზრდის. ასევე გააფართოებს კომპანიის პოტენციალს ტრეიდინგის და ლოჯისტიკის კუთხით: “მიმაჩნია, რომ აღნიშნული გარიგება და პარტნიორობა შეასრულებს საკვანძო როლს რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში.”  

 

დავით იაკობაშვოლის შეფასებით, აღნიშნული გარიგება აჩვენებს, რომ Petrocas-ი რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და კომპანიის აქციონერები მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ: “აღნიშნული გარიგება აჩვენებს კავკასიის ენერგეტიკული კორიდორის და რეგიონის მნიშვნელობას.”  

 

“როსნეფტის” ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, Petrocas Energy-ი რეგიონში ლოჯისტიკის სეგმენტში მსხვილი მოთამაშეა. კომპანია არის მსხვილი ტრეიდერი, რომელიც ნევთობპროდუქტებით ვაჭრობას ახორციელებს. კომპანია ფლობს და მართავს მაღალტექნოლოგიურ ნავთობტერმინალებს ფოთში. ასევე ახორციელბს ლოჯისტიკურ ოპერაციებს კასპიის და შავ ზღვის რეგიონში. კომპანია ასევე ფლობს საქართველოში კომპნია “გალფ ჯორჯიას”, რომელიც ახორციელებს ნავთობპროდიქტების დისტრიბუციას და 140 ბენზინგასამართი სადგურის მეშვეობით.  

 

Petrocas Energy-ის შტაბ-ბინა კვიპროსეზე მდებარეობს, ხოლო ოპერირებას ლიმასოლის, თბილისის და მოსკოვის ოფისებიდან ახორციელებს. 

 

“როსნეფტსა” და კომპანია “ჩენელ ენერჯი ლიმიტედს” შორის, რომელიც ფოთის ნავტობტერმინალების ოპერატორია (კომპანიაში აქციებს დავით იაკობაშვილი ფლობს), არსებული ნავთობტერმინალების რუსეთის სახელმწიფო კომპანიისათვის მიყიდვის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე 2014 წლის მარტში გახდა ცნობილი.


მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში ჩართული არ იყო. მოგვიანებით, “როსნეფტის” ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხეილ ლეონტიევმა სააგენტო ინტერპრესნიუსს ზემოხსენებული ნავთობტერმინალით დაინტერესების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა “ჩენელ ენერჯი ლიმიტედთან” მოლაპარაკება უარყო.

ჩენელ ენერჯის ნავთობტერმინალი ფოთის პორტში
ჩენელ ენერჯის ნავთობტერმინალი ფოთის პორტში

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით,  “ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედის” 75%-ს  “ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედი” ფლობს, ხოლო 25%-ს – სააქციო საზოგადოება კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, იაკობაშვილი კომპანიის მსხვილი აქციონერია. “ჩენელ ენერჯი ლიმითედი” ფოთის ნავსადგურის ნავთობტერმინალის ოპერატორია. “ჩენელ ენერჯი ფოთი” კი  შპს “ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში” 32,67% -იან წილს ფლობს.


იაკობაშვილის საკუთრებაშია ასევე Future Products Company, “ჩენელ ენერჯისთან” დაკავშირებული კომპანია, რომელსაც სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული Future Products Company ფლობს.

 

რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია როსნეფტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. 2013 წელს, ბაქოში ვლადიმირ პუტინს ვიზიტისას კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფრომა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკართან, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს. გარდა ამისა, ამერიკის ხმის ინფორმაციით, როსნეფტი აფხაზური მხარისაგან 2009 წელს მიღებული ნებართვის საფუძველზე შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზეც საქმიანობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი