ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: ჩემთვის მისაღებია, რომ ძველი მეჩეთის შენობა ბიბლიოთეკა იქნება

23 ოქტომბერი, 2014 • • 1109
ზაქარეიშვილი: ჩემთვის მისაღებია, რომ ძველი მეჩეთის შენობა ბიბლიოთეკა იქნება

“არის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი საკითხები და შეკითხვები, საჭიროა მართლაც მოლაპარაკება და მუშაობა. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ  ეს შენობა ბიბლიოთეკა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი იქნება, ხოლო ადრე რა იყო, ამას ჭირდება შესწავლა, იმიტომ, რომ ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს ერთს, მუსლიმი მოსახლეობა ამბობს მეორეს”,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემოტაჟს დაუპირისპირდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რის შემდეგაც თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის მხრიდან რამდენიმე მოქალაქის ცემის ფაქტს. საბოლოოდ პოლიციამ გუშინ სოფელ მოხეში 14 ადამიანი დააკავა სხვადახვა ბრალდებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი