ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერას გარე ფაქტორები გვკარნახობს

5 დეკემბერი, 2014 • • 1227
თიბილოვი: რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერას გარე ფაქტორები გვკარნახობს

თიბილოვის თქმით, ახალი შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2008 წლის სექტემბერში ხელმოწერილი ორმხრივი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების საფუძველზე შედგება.

 

“ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მსოფლიოში ახალი გამოწვევები და საფრთხეები გაჩნდა. გარე ფაქტორები გვკარნახობს ახალი დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობას,”– აცხადებს თიბილოვი.  

 

მისი თქმით, შეთანხმების პროექტის შესახებ უკვე არსებობს პირველი წინადადებები, ისინი განიხილება და ამჟამად რუსეთის მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს. 


ლეონიდ თიბილოვი; ფოტო: cominf.org
ლეონიდ თიბილოვი; ფოტო: cominf.org


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი