ახალი ამბები

პარლამენტმა თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

8 მაისი, 2015 • • 1035
პარლამენტმა თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

თინა ხიდაშელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 105-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა, ხოლო გიგლა აგულაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 104-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ მისცა ხმა ერთმა დეპუტატმა. 

 

თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პარლამენტის წევრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდნენ. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად, ხოლო გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრად 1 მაისს დანიშნა. პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი