ახალი ამბები

რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციით, მუსლიმ თემს 23 მეჩეთი გადაეცემა

17 დეკემბერი, 2014 • • 966
რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციით, მუსლიმ თემს 23 მეჩეთი გადაეცემა

“რეკომენდაციას გასცემს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  შესაბამისი ორგანოებისათვის და იგულისხმება ქონების მართვის სააგენტო, რათა საქართველოს მუსლიმურ თემს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 23 მეჩეთი გადაეცეს სარგებლობის უფლებით. რაც შეეხება მართლმადიდებლური ეკლესიის საკითხს, დღეს განხილული იქნა 15 საკითხი და დაკმაყოფილდა შვიდი მოთხოვნა”,- განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ.

 

2014 წლის თებერვალში, საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დაფუძნდა, სააგენტომ რელიგიურ საკითხებში მთავრობის პოლიტიკა უნდა განახორციელოს. დებულების მიხედვით, სააგენტო უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი