ახალი ამბები

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენითაც დაამტკიცა

28 ნოემბერი, 2014 • 1003
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენითაც დაამტკიცა

კანონის პროექტს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარი 73–მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 30 იყო.


“ქართული ოცნების” ფრაქციიდან კანონპროექტს მხარი 43-მა დეპუტატმა დაუჭირია, ერთი წინააღმდეგი (თამარ კორძაია) იყო, ხოლო ორი – არ ესწრებოდა.


რესპუბლიკელების ფრაქციიდან 8 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.


“თავისუფალი დემოკრატებიდან” 5 წინააღმდეგი იყო, ხოლო 3 არ ესწრებოდა.


ნაციონალური მოძრაობიდან 15 წინააღმდეგი იყო, 36 არ ესწრებოდა.



ეროვნული ფორუმის ხუთმა, კონსერვატორების ექვსმა და მრეწველების ექვსმა წევრმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონის პროექტს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე  მხარი 72–მა დაუჭირა, 30 წინააღმდეგი იყო.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 72–მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 32–მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

 

კანონის პროექტს “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”  კი 73 მომხრე და 30 მოწინააღმდეგე ჰყავდა. 

 

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადანცხადა, რომ პარლამენტი დღესვე გაუგზავნის პრეზიდენტს მიღებულ კანონპროექტებს.

 

“დასრულდა დაჩქარებული წესით განსახილველ პროექტებზე კენჭისყრა. იმის გათვალისწინებით, რომ 1 დეკემბერს გადის ვადა იმ ჩანაწერებს საკანონმდებლო აქტებში, რომელთა ნაცვლადაც არის მიღებული ახალი პაკეტი, ცხადია, პარლამენტის მხრიდან იქნება მიღებული ყველა ზომა, რომ დღესვე გაიგზავნოს პრეზიდენტთან მიღებული კანონპროექტები და მისი ტექსტები. დანარჩენს, უკვე დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს,”– განაცხადა უსუფაშვილმა

 

საქართველოს პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადების რეგულირებას ეხება, პირველი მოსმენით გუშინ, ხოლო მეორე და მესამე მოსმენით – დღეს მიიღო; ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა კი ჩააგდო.

 

თუ რას ითვალისწინებს ეს ორი ურთიერთსაპირისპირო საკანონმდებლო ინიციატივა და რა შენიშვნები არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი