ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარი 2,14 ლარი ღირს

19 თებერვალი, 2015 • • 2121
ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარი 2,14 ლარი ღირს

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0,0633 პუნქტით (6 თეთრით)  გაუფასურდა. ევროსთან მიმართებაში ლარი 2,4474 ნიშნულზეა და 0,0747 პუნქტით(7 თეთრით) გაუფასურდა.

 

კომერციულ ბანკენში 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2,23 ნიშნულზეა.  100 დოლარის ყიდვა 223 ლარად არის შესაძლებელი. 

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

 

11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად იქნა მიღებული.

 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილების მიზნით სავალუტო რეზერვებიდან 3 თვეში 120 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. 

ლარი-დოლარი
ლარი-დოლარი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი