ახალი ამბები

სესიაშვილი: მზად ვართ დავაჩქაროთ ნატოსთან არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია

18 ნოემბერი, 2014 • • 894
სესიაშვილი: მზად ვართ დავაჩქაროთ ნატოსთან არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია

“როდესაც ჩვენ ვამზადებდით განსაკუთრებული პარტნიორობის პაკეტს ნატოსთან, ამ პაკეტის მთავარი მიზანი იყო ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერა და ზრდა. სწორედ ამ მიზნით ამ პაკეტში გაიწერა ყველა ის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.

 

შესაბამისად, სწორედ ეს კომპონენტი [საწვრთნელი ბაზა] არის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გავზარდოთ, ამიტომ თავისთავად, ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო მზად არის ყოველმხრივ გადადგას ნაბიჯები და თავის თავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა ამ პაკეტის ფარგლებში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ის პაკეტია, სადაც ვალდებულებები აკისრია ორივე მხარეს. ჩვენ ამას მივესალმებით და მზად ვართ დავაჩქაროთ მისი იმპლემენტაცია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

 

გუშინ, 17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალ მდივან იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილია საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა. აღნიშნულმა საკითხმა რამდენიმე კვირის წინ უკვე გამოიწვია რუსეთის მხრიდან ნეგატიური შეფასებები, თუმცა, ირაკლი სესიაშვილის თქმით, გადამეტებულია ის განცხადებები, რომელიც უკავშირდება ე.წ. რისკებს ამ ბაზის გახსნათან დაკავშირებით:

 

“ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს სამსხედო მოსამსახურეებს ვწვრთნით, ვატარებთ ტრენინგებს და ამიტომ ეს ჩვეულებრივი პროცესია. ეს პროცესი გაგრძელდება, აქამდეც ვახდენდით ჩვენი სამხედროების მომზადებას ნატოელ ექსპერტებთან და სამხედროებთან ერთად და მომავალშიც გავაგრძლებთ, უბრალოდ, მომავალში ამას ექნება უფრო მკაფიო ფორმა, რაც მიზანმიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისკენ და ამ ყველაფერს ექნება უფრო გამოხატული დამოკიდებულება ჩვენი ევროინტეგრაციისკენ,” – განაცხადა სესიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი