ახალი ამბები

გომელაური: სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები უკანონო ბრძანების მსხვერპლი გახდნენ

5 თებერვალი, 2015 • • 1042
გომელაური: სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები უკანონო ბრძანების მსხვერპლი გახდნენ

“ძალიან ვწუხვარს, სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები, მით უმეტეს, მსხვერპლნი გახდნენ მათი ხელმძღვანლობის უკანონო ბრძანების”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, პროკურატურამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების გათავისუფლების მოთხოვნით:

 

“პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მომხდარიყო მათი დაკავება. პროკურატურას მიჰყავს ეს საქმე, მოგეხსენებათ. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, მე მანამდედაც გავაკეთე განცხადება იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე, გახსოვთ, ეს ხალხი დააკავეს. კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალდება, ასევე მოხდება მათი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა”,-ამბობს  გომელაური.

 

მთავარმა პროკურატურამ 2 თებერვალს ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა, მათ შორის 6 სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი