ახალი ამბები

ზვიად ძიძიგური თბილისში სახლს იშენებს

8 ნოემბერი, 2014 • • 2697
ზვიად ძიძიგური თბილისში სახლს იშენებს

 

მიწის ნაკვეთი, რომელიც 685 კვ.მ-ია, ზვიად ძიძგურის თქმითვე, 45 000 დოლარად შეიძინა, ამისათვის კი დეპუტატმა ბანკის ათწლიანი სესხი აიღო. 

 

“რამდენიმე თვის წინ ავიღე ბანკისგან სესხი და ვიყიდე მიწის ნაკვეთი, სადაც ვაპირებ სახლის აშენებას, არსებული სახლი უნდა გავყიდო და ახალი უნდა ავაშენო, რადგან ვერ ვეტევით ძველ სახლში. მიწის ნაკვეთია და დაწყებული მაქვს მშენებლობა”,- ამბობს ის. 

 

2013 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, ზვიად ძიძიგური ცოლთან, ხუთ შვილთან და დასთან ერთად თბილისში მდებარე 130 კვ.მ-ის ბინაში ცხოვრობს. deputati.ge– წერს, რომ მიწის ნაკვეთის და მშენებარე სახლის შესახებ ინფორმაციას ზვიად ძიძიგური მომავალ დეკლარაციაში შეიტანს, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე შეავსებს. 

 

დეპუტატების შესახებ  ინფორმაციის მოძიება 2014 წლის 30 სექტემბრიდან ვებ-გვერდზე www.deputati.ge -ზეა შესაძლებელი. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ჟურნალისტი ლაშა კვესელაძეა, რომლის თქმითაც, პროექტი ერთწლიანია და “National Endowment for Democracy”–ის დახმარებით ხორციელდება. 


ზვიად ძიძგურის სახლის პროექტი. ფოტო : deputati.ge
ზვიად ძიძგურის სახლის პროექტი. ფოტო : deputati.ge

ზვიად ძიძიგურის მშენებარე სახლი  ფოტო : deputati.ge
ზვიად ძიძიგურის მშენებარე სახლი ფოტო : deputati.ge

ზვიად ძიძიგურის მშენებარე სახლი  ფოტო : deputati.ge
ზვიად ძიძიგურის მშენებარე სახლი ფოტო : deputati.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი