ახალი ამბები

“რუსთავი2”: მთავარი პროკურორი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა

6 ნოემბერი, 2014 • • 990
“რუსთავი2”: მთავარი პროკურორი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა

პროკურორმა და მისმა მოადგილემ მედიისთვის კომენტარი არ გააკეთეს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციასა და მთავარ პროკურატურას, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მიიღო.

 

გვაინტერსებდა, თუ რა მიზნით მივიდა მთავარი პროკურორი მთავრობის ადმინისტრაციაში და ვის შეხვდა. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა ტელეფონი გაგვითიშა, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის პრესმდივანმა ზარებს არ უპასუხა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

 

მეორე საქმეზე გამოძიება ჯარისკაცების მოწამვლის ფატზე დაიწყო. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.

გიორგი ბადაშვილი
გიორგი ბადაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი