ახალი ამბები

დუმბაძე: ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდნენ

15 სექტემბერი, 2014 • • 1052
დუმბაძე: ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდნენ

“მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა 2013 წლის ნოემბერში პოლიტიკიდან წავიდა, სხვათა შორის, მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი არა, მაგრამ ერთ-ერთი მაინც, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რომ იგი წასულიყო პრემიერობიდან, რადგან ჩვენ მოსახლეობას დავპირდით ერთი ვადით მაინც იქნებოდა მისი პრემიერობა. უნდა გითხრათ, რომ მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რთული გადაწყვეტილებაა ბატონ ირაკლისთვისაც მესმის, პოლიტსაბჭოსთვისაც რთული, ბატონ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ  “პოსტსკრიპტუმთან” საუბრისას.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი