ახალი ამბები

სააკაშვილი: პუტინი კრემლში ცეკვავს, რადგან ომის წლისთავზე აჩუქეს ჩემი საპატიმრო სანქცია

7 აგვისტო, 2014 • • 1063
სააკაშვილი: პუტინი კრემლში ცეკვავს, რადგან ომის წლისთავზე აჩუქეს ჩემი საპატიმრო სანქცია

ექსპრეზიდენტის კომენტარი ტელეკომპანია “რუსთავი 2” –მა გაავრცელა. 

 

“მაინც ვამაყობ იმით, რომ ამდენი ჩხრიკეს, ამდენი ქექეს, ბენზინის 1 ლარი, ბარკლების წილი, ბოლოს კაბინეტში როგორ ვიყიდე სკამები, დაკითხვაზე ყავდათ ჩემი თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში. ბოლოს ერთადერთი, რაც ამოექექეს, ეს არის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება თურმე. მინისტრის, რომელც ჩვენ დავითხოვეთ კორუფციისთვის და ცრუპენტელობისთვის.  ნინო ბურჯანაძის–პუტინის ჩვენება. ასევე უნდა დაეყრდნონ ჩახალიანს, უნდა გამოართვან ჩვენება, იმასაც ბევრი აქვს სათქმელი. შკრილიკოვმა უკვე დატოვა ქვეყანა, თორემ ისიც მოუყვებოდა რაღაცებს. სეიოზულად როგორ შეიძლება ამაზე მსჯელობა” –განაცხადა სააკაშვილმა.

 

ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ აქვს დრო იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და დაკითხვაზე გამოცხადდეს: 

 

“ზუსტად სად გამოვძებნო დრო, რომ ჩემი ფეხით ჩამოვიდე, ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა. რა თქმა უნდა, მე ამის დრო არ მაქვს და არც ამათ ამის შესაძლებლობები, რომ ეს გავაკეთო. ჩენ თვითონ რატომ ვიბანძებთ თავს, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა რა ხდება. როცა მეკითხებიან საქართველოს მთავრობაზე, არსად არ ვლაპარაკობ. არა იმიტომ, რომ მომწონს, არამედ მრცხვენია. არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო იმას, რომ ჩემს ქვეყანაში ნადგურდება ის, რისი განადგურებაც 2008 წელს პუტინმა ვერ მოახერხა ტანკებით. ფაქტია, იგივე რაღაც ხდება, მაგრამ ნადგურდება ახლა ტანკების გარეშე. ამიტომ ამაზეც არავინ უნდა ელოდოს ჩემგან განსაკუთრებულ პასიურობას. დღეს ჩამოვედი აქ, ვხვდები პოლონეთის ლიდერებს. ამას წინათ ვიყავი უნგრეთში, შევხვდი უნგრეთის ლიდერს, აქედან მივდივარ უკრაინაში, იქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ. ყოველი დღე გაწერილი მაქვს. საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობის, ტელევიზიებთან ბევრი საჯარო გამოსვლა მაქვს, ამ ჩემს გრაფიკში სად უნდა ჩავსვა საქართველოში ჩამოსვლა და “გაზპრომის” კერძო აქციონერის, ოლიგარქის აკვიატებების დაკმაყოფილება, რადგან პუტინმა ასე მოინდომა ან მისი ბოღმა ასე კარნახობს. სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე, ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა. რა თქმა უნდა მე ამის დრო არ მაქვს”.   

 

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩეული კურსიდან გადაუხვია: 

 

“ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, საქართველო გვყავს წამოსაწევი და იმ გზაზე დასაყენებელი, საიდანაც ძალიან დროებით გადაგვაჩოჩეს, იმიტომ, რომ რეალურად პუტინისაა ეს გეგმა. ახლა ალბთ პუტინი ცეკვავს კრემლში, რომ ომის წლისთავზე აჩუქეს ჩემი საპატიმრო სანქცია.” 

 

ექსპრეზიდენტის თქმით, პუტინის არჩევნების წინ სახლები ფეთქდებოდა რუსეთში და ბევრი ამბობს, რომ არჩევნებზე ამას ჰქონდა შედეგი:

 

“ვიღაცამ მოკლა 8 თვის ბავშვი და ამის შემდეგ აირჩიეს რუსი ოლიგარქი. მე დასკვნები არ გამომაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი რაღაც მიუთითებს რუსულ სტილს. ახლა ჩვენი მეგობრების ლანძღვა ერთმნიშვნელოვნად ჰგავს რუსულ ხელწერას და საქართვლო არ არის რუსეთი, ქართველები არ ვართ რუსები და არც არასდროს ვიქნებით, ეს ყველაფერი იმუშავებს ცოტა ხანი. რაც უფრო ისტერიკაში არიან, მით უფრო მეტ გაუგებრობას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი, მაგრამ ერთი ფურცელი ჩვენი ისტორიისა. საქართველო გააგრძელებს არსებობას.”

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი