ახალი ამბები

ღარიბაშვილი: შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე

24 აგვისტო, 2014 • • 952
ღარიბაშვილი: შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე

„უკვე ორი წელია, ვაწარმოებთ ინტენსიურ, კონსტრუქციულ, პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან, არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, შედეგად მივიღეთ, რომ დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენ პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ემბარგოს. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე. მე ამას მივესალმები,  ეს არის ჩვენი კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი, გონივრული და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც შეგვხვდა რუსეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი