ახალი ამბები

ნარმანია: არ გამოვრიცხავ, თბილისის მერიის სისტემაში მუშაობა 09:00 საათზე დაიწყოს

2 აგვისტო, 2014 • • 899
ნარმანია: არ გამოვრიცხავ, თბილისის მერიის სისტემაში მუშაობა 09:00 საათზე დაიწყოს

“ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს საჯარო სამსახურში სამუშაოს დაწყების ინიციატივას ცოტა უფრო ადრე. ეს ბევრი თვალსაზრისით საინტერესო და მომგებიანია, ამიტომ ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც შევუერთდეთ ამ ინიციატივას. მუნიციპალური ტრანსპორტის და სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის გადანაცვლება მოგვიწევს რასაკვირველია, იმიტომ რომ პიკის საათები შეიცვლება. მუნიციპალურ ტრანსპორტზე და სხვა სახის ტრანსპორტზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება 1 საათით ადრე, ამდენად მოგვიწევს ტრანსპორტის სისტემის გარკვეული თვალსაზრისით გადავადება”,– განაცხადა მერმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტროს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამსახურში სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების წესის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა. 

 

“მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ მუშაობა უფრო ადრე, ვიდრე არის დღეს. სამსახურში ადამიანები მიდიან 10 საათზე, ამ დროს იწყებს საჯარო სექტორი მუშაობას, ჩემი ინიციატივაა, რომ დავიწყოთ სამუშაო 9 საათზე. 1 სექტემბრიდან, მოგიწოდებთ ეს ინიციატივა განიხილოთ. რა თქმა უნდა, მე იმ სპეციალურ უწყებებს არ ვგულისხმობ, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი, ეს არის შსს, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულება. ყველა დანარჩენისთვის მე ვფქირობ, რომ ეს არის საკმაოდ კარგი ინიციატივა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი