ახალი ამბები

საქართველოდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა

21 აგვისტო, 2014 • • 1033
საქართველოდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა

დევდორაკის ხეობაში გუშინ, გვიან ღამით, ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩრდილოეთ-კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. 

 

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დაწყებულია დაზიანების ხარისხის გამოკვლევა, რომლის დადგენის შემდეგაც დაიწყება მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

 

დაზიანების შესახებ “არმროსგაზპრომი“ უკვე ინფორმირებულია.

 

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მაშველები სტიქიის შედეგად ორი დაკარგულს ეძებენ. 

 

მეწყერი დარიალის ხეობაში პირველად 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი