ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მთაწმინდის პანთეონში [Video]

31 მარტი, 2014 • • 1062
ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მთაწმინდის პანთეონში [Video]

დღეს, 31 მარტს 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

 

მთაწმინდის პანთეონშივე ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებმა მოაწერეს ხელი განცხადებას, რომლითაც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს მიმართეს. 

 

“მოგმართავთ თხოვნით და გამოვხატავთ არა მხოლოდ ჩვენს სურვილს და მოვალეობას მამის ხსოვნის წინაშე, არამედ ქართული საზოგადოების, ასევე, მსოფლიოში მცხოვრები ყველა იმ ადამიანის კეთილ ნებას, ვისთვისაც საქართველოს ისტორია სულერთი არ არის: გააკეთოთ ყველაფერი, რათა დასრულდეს ობიექტური გამოძიება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე. დარწმუნებული ვართ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში დაწყებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და იქნება დასაწყისი იმ კათარზისისა, რომელსაც ამდენი წელი ამაოდ ველოდით,”- წერია განცხადების ტექსტში. 

 

პირველი პრეზიდენტის საფლავთან იმყოფებოდა პატრიარქიც. 


მასალების გადაბეჭდვის წესი