ახალი ამბები

დუმამ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანას მხარი დაუჭირა

1 მარტი, 2014 • • 1150
დუმამ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანას მხარი დაუჭირა

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიმართა, რათა გასცეს ნებართვა ყირიმში რუსეთის ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით.

 

“უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო საფრთხე ემუქრება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტიგენტს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ყირიმშია განლაგებული. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე მივმართავ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ასამბლეას, გამოიყენოს  რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე  პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებამდე”- ნათქვამია პუტინის მიმართვაში. 

 

ცოტა ხნით ადრე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვმა 6 000 დამატებით სამხედრო ჩაიყვანა ყირიმში. უკრაინის ხელისუფლება მოსკოვს პროვოკაციაში ადანაშაულებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი