ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პროცესი 10 თებერვლამდე გადაიდო

8 დეკემბერი, 2014 • 1406
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პროცესი 10 თებერვლამდე გადაიდო

ადვოკატის ცნობით, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისა და მოწმეების დაკითხვის მოტივით პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

 

იოსებ ბარათაშვილის თქმით, დაცვის მხარე წინააღმდეგი არ არის, თუკი პროკურატურა საქმის გასაცნობად დამატებით დროს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში ბრალდებულები პატიმრობაში არ უნდა დარჩნენ.

 

“ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურამ რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს გააგრძელოს გაცნობა საქმის მასალების, ეს არ უნდა ხდებოდეს პატიმრების ხარჯზე,”– თქვა სოსო ბარათაშვილმა. 

 

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამზადებენ შუამდგომლობას მისი დაცვის ქვეშ მყოფთა პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც სასამართლოში ამ კვირის ბოლოს შეიტანენ.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. საქმის მასალებს გრიფი საიდუმლო 25 ნოემბრამდე ედო, შემდეგ კი, როგორც პროკურატურა აცხადებს, გრიფი მასალების 93%–ს მოეხსნა. იოსებ ბარათაშვილის თქმით, გრიფი საიდუმლო ახლა დაახლოებით 200 გვერდამდე დოკუმენტებს ადევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი