ახალი ამბები

დავით ონოფრიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

7 ნოემბერი, 2014 • • 1516
დავით ონოფრიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

მისი თქმით, შეხვედრა ორივე მხარის ინიციატივით გაიმართა, თუმცა იგი არ აზასუტებს, სად შედგა შეხვედრა- ექს-პრემიერის ბიზნეს-ცენტრში თუ სხვაგან.


“ასეთ შეხვედრებზე მიზნებს არ აცხადებენ. მე ერთი ვიცი, რომ გუშინ ორივე მხარის თანხმობით შედგა შეხვედრა, ნამდვილად იყო. შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია და რაც ქვეყნისთვის კარგია, ისე უნდა წავიდეს თავისთავად საქმე”, – აცხადებს დეპუტატი დავით ონოფრიშვილი.


“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა,  პოლიტიკიდან წასული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მაშინ პოლიტსაბჭოს სხდომა დატოვა ირაკლი ალასნიამ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა იქ.


ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი/civil.ge-ს ფოტო
ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი/civil.ge-ს ფოტო



მასალების გადაბეჭდვის წესი