ახალი ამბები

ორი ლატვიელი ტურისტი თოვლშია ჩარჩენილი

8 იანვარი, 2015 • 904
ორი ლატვიელი ტურისტი თოვლშია ჩარჩენილი

“სამაშველო სამსახური უკვე გასულია მათ გამოსაყვანად”, – აცხადებენ შსს-ში.

საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო 6 იანვრიდან  მოძრაობა შეზღუდულია.

 

6 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დიდთოვლობააა გუდაურშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.


6 იანვარს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ავტომანქანები თოვლში მოექცა. სამართალდაცავებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი