ახალი ამბები

მთავრობა პოლიტიკურ ამნისტიას გამოაცხადებს

7 დეკემბერი, 2012 • 978
მთავრობა პოლიტიკურ ამნისტიას გამოაცხადებს

კანონპროექტის მე-18 მუხლში ნათქვამია: “გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.”

საქართველოს პარლამენტმა 5 დეკემბერს მიიღო დადგენილება “პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“, რომელსაც თან ახლავს პოლიტპატიმრების 190-კაციანი და პოლიტიკური ნიშნით დევნილების 25-კაციანი სია. შესაბამისად, პოლიტიკური ამნისტია შეეხება ამ სიაში მყოფ 215 პირს. მათ შორის არიან: ყინწვისის, მუხროვანის, ენვერის საქმის მონაწილეები, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იქნენ დაპატიმრებულები სხვადასხვა ბრალდებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი