საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2015 წლის 23 აპრილიდან დაიწყება და სამ ეტაპად გაგრძელდება

21 აპრილი, 2015 • • 1936
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2015 წლის 23 აპრილიდან დაიწყება და სამ ეტაპად გაგრძელდება

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეგისტრაციიის პირველი ეტაპი 23 აპრილიდან 4 მაისამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმა იმ კონკრეტულ სკოლაში სწავლობს, სადაც ჩარიცხვის სურვილი აქვს მშობელს, ან რომლის მშობელი ამ სკოლის თანამშრომელია, ან რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

 

დარეგისტრირების შემდეგ სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები მშობლემა 2015 ლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით უნდა მიიტანონ.

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 მაისიდან 9 ივნისამდე გაგრძელდება, ამ პერიოდში რეგისტრაციას მშობლები საჯარო სკოლისგან დამოუკიდებლად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე შეძლებენ. მეორე ეტაპზე დარეგისტრრება ყველა მსურველს შეეძლება. მეორე ეტაპის რეგისტრაციის შემდეგ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები მეურვეებმა 11 ივნისიდან 21 ივნისამდე უნდა წარადგინონ.

 

ლია გიგაურის თქმით, თუ დადგენილ ვადებში მშობლები არ წარადგენენ სკოლაში ჩარიცვისთვის აუცილებელ დოკუმენტებს, მაშინ რეგისტრაცია ბათილად მიიჩნევა.

 

რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, რომელიც 22 ივნისიდან 11 ივლისამდე გაგრძელდება, სკოლაში მეორე ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე სკოლების საშუალებით დარეგისტრირდებიან მათთვის სასურველ სკოლაში.

 

“რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც შეუსრულდათ 6 წელი სწავლის დაწყებამდე და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

 

ლია გიგაურის თქმით, ყველა სკოლა საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აცხადებს იმ კონტინგენტს, რომლის მიღება შეუძლია.

 

რაც შეეხება საბუთებს, ლია გიგაურის თქმით, სამინისტროს დადგენილი აქვს სავალდებულო დოკუმენტები: ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა, ხოლო ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში სამინისტრო მოზარდს სისტემაში დაარეგისტრირებს მშობლის ან მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

თუმცა სავალდებულო დოკუმენტების გარდა შესაძლოა სკოლამ დამატებითი დოკუმენტები, მაგალითაც, აცრების შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს.

 

“თითოეულ სკოლას აქვს უფლება შინაგანაწესის მიხედვით, ამ სავალდებულო დოკუმენტების ზემოთ მოითხოვოს ეს დოკუმენტები. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თუ რომელი მშობელი არეგისტრირებს რომელიმე სკოლაში თავის შვილს, შემდეგ ამ სკოლის ვებგვერდზე შევიდეს, სკოლასთან ჰქონდეს კონტაქტი. მიიღოს სრული ინფორმაცია, იმ სკოლაში სავალდებულო სამი დოკუმენტის გარდა კიდევ რას ითხოვენ. ამიტომ ეს თავსიფულება სკოლებს აქვთ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

 

ლია გიგაურის თქმით, განათლების სამინისტრო მოელის, რომ წელს, სავარაუდოდ, 50 ათასი მოსწავლე უნდა მივიდეს პირველ კლასში. სავარაუდო ლიმიტები განისაზღვრება იმ წლის შობადობის მიხედვით, რომელ წელსაც დაიბადა სასკოლო ასაკის ბავშვი. თუმცა, ამავე დროს, ამ რაოდენობაზე გავლენას ახდენს მიგრაციია, ან შესაძლოა მშობელს არ სურდეს შვილის შეყვანა 6 წლის ასაკში.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი