ახალი ამბები

დღეს საია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

23 დეკემბერი, 2014 • • 1091
დღეს საია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

როგორც ნეტგაზეთს საიას აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გვარამაძემ განუცხადა, კახა კოჟორიძემ, რომელსაც საიას წესდების მიხედვით კიდევ ერთი წლის ვადით შეეძლო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭისყრა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა იგი გამგეობის წევრად დარჩება.


“საიას ყველა თავმჯდომარე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ ყოფილა ამ თანამდებობაზე, შესაბამისად, მეც ვაპირებ, რომ ეს ტრადიცია დავიცვა და ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს რამდენიმე ღირსეული კანდიდატიც. მაქვს რამდენიმე მოსაზრება, თუ სად გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ მსურს, რადგან საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მაქვს”, – განაცხადა კოჟორიძემ რუსთავი 2-თან საუბარში.


კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

 

საიას გამგეობაში 21 ადამიანი წევრიანდება. თავმჯდომარის კანდიდატურებს სწორედ ისინი დაასახელებენ.

 

კოჟორიძე საიას 2012 წლის 18 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. საიას წესდების თანახმად ყოველწლიურად ხდება თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ სამჯერ ზედიზედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი