ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აპირებს

29 ოქტომბერი, 2014 • • 1064
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აპირებს

“ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალიან წარმატებულია, მე ვესწრებოდი ბუქარესტის სამიტს, სადაც ჩვენ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა დღეს, რომ გაღღმავებული პაკეტის იმპლემენტაციას ვახორციელებთ, რაზცე შევთანხმდით. მე ვაპირებ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მალე და ამ პაკეტის იმპლემენტაციის გაგრძელების შესახებ ვიმსჯელებთ. დამატებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო მართლაც ძლიერი პარტნიორია და ნატოს ბევრ ოპერაციაში მონაწილეობს. მათ ღირებული კონტრიბუცია შეიტანეს ჩვენს მისიაში ავღანეთში. მე ასევე მივესალმები რეფორმებს  და პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს, განსაკუთრებით სამხედრო ძალებთან დაკავშირებულ რეფორმებს”. – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა  მარშალის ცენტრში დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

 

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

მასალების გადაბეჭდვის წესი