2015.03.06

ბათუმში პატიმრების სავარაუდო წამებაზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

პატიმრების წერილები  (photo: ) ბათუმის ციხიდან პატიმრები წერილებს რედაქციაში ისევ აგზავნიან. მსჯავრდებულები საპყრობილეში უჰაერობაზე, წყლის გრაფიკით მიწოდებაზე, ტკივილგამაყუჩებლის არ არსებობაზე ჩივიან და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის  მიყენაბაში ადანაშაულებენ. როგორც ამბობენ, მათი მთავარი მიზანია ინფორმაცია ციხეში არსებულ რთულ პირობებზე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს მიაწვდინონ. 

სრულად კომენტარი
2015.03.05

პროკურატურის ახალი დეპარტამენტი “სამართლიანობის აღსადგენად”

ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი ბადაშვილი. ფოტო - მთავრი პროკურატურის Facebook გვერდიდან 04.03.2015 (photo: Beso Gulashvili) პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოძიოს, ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლიანობის აღდგენის აქტად აფასებენ.

სრულად კომენტარი
2015.03.02

საჯარო მოხელეების დანაშაულთა გამოსაძიებლად პროკურატურაში დეპარტამენტი შეიქმნა

პროკურატურა (photo: ) საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით , პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და  მატერიალური ზიანი მიადგათ.

სრულად კომენტარი
2015.03.02

ბათუმში მამაკაცი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

 (photo: )   ბათუმში 53 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გორგასლის ქუჩიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. გვამი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული.

სრულად კომენტარი
2015.02.26

დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავ სისტემაში ჩადენილ დანაშაულებათა გამოსაძიებლად

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის პრეზენტაცია. ფოტო  –  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 25.02.2015 (photo: ) დამოუკიდებელი საგამოიებო მექანიზმის შესახებ პროექტი, რომლის შექმნის აუცილებლობაზე ხშირად იწერებოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე, სახალხო დამცველის ანგარიშებში, მთავრობას და პარლამენტს საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარუდგინეს.

სრულად კომენტარი
2015.02.24

11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი

 (photo: ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 11 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის ძალადობით დამყარების გამო 25 წლის მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

სრულად კომენტარი
2015.02.20

გვენეტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილის შემოთავაზება არ მქონია

ნინო გვენეტაძე (photo: ) 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა. "ნეტგაზეთი" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკურ და პროფესიულ წარსულზე, პრეზიდენტის მიერ მისი არჩევის მოტივებზე, პირადი Facebook გვერდის გაუქმების მიზეზებსა და სხვა საკითხებზე ესაუბრა:

სრულად კომენტარი
2015.02.18

სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა

უგულავა (photo: ) საქალაქო სასამართლომ თბილსის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა. 

სრულად კომენტარი
2015.02.16

81 პატიმარი უვადო სასჯელით

ბათუმის საპყრობილე (photo: )   „ხელისუფლება განიხილავს უვადო სასჯელს როგორც შენელებული სიკვდილის ფორმას“, - ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი გელაძე, მას უვადოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი და ითხოვს ამნისტიის კანონი მათზეც გავრცელდეს. პატიმრები ამ მოთხოვნით თითქმის ერთი თვეა შიმშილობენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 81 უვადო თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი იხდის სასჯელს. 13 თებერვლის მონაცემებით, მათგან 57 შიმშილობს. სახალხო დამცველი პარლამენტს ურჩევს, გადახედოს ამნისტიის კანონს, რომელიც პარლამენტმა 2012 წლის ბოლოს მიიღო და რომელიც ყველა პატიმარს შეეხო, გარდა უვადოდ მსჯავრდებულებისა. სახალხო დამცველი მთავრობას ოსი ეროვნების იმ პატიმრების გათავისუფლებასაც ურჩევს, რომლებიც სასჯელს საქართველის ციხეებში იხდიან, მათ შორის რამდენიმე უვადოპატიმრობამისჯილია.

სრულად კომენტარი
2015.02.11

ბარამიძე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2015 წლის ბოლომდე ამოქმედდება

ალექსანდრე ბარამიძე. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო (photo: ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები უკვე წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გაითვალისწინებს თუ არა კანონპროექტის ავტორი - იუსტიციის სამინისტრო ამ შენიშვნებს და რა ცვლილებები შევა მასში, ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეს:

სრულად კომენტარი