ეკონომიკა

ევროს გაძლიერების ახალი მექანიზმები

17 დეკემბერი, 2010 • • 1140
ევროს გაძლიერების ახალი მექანიზმები

ევროკავშირი 2013 წლის შუა პერიოდისათვის ევროს გაძლიერების მუდმივი მექანიზმის შექმნას გეგმავს. როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, ევროკავშირის 27-ვე სახემწიფოს მეთაური მზადაა, უზრუნველყონ ევროს სტაბილურობა.

ევროკავშირის ლიდერები ცენტრალური ხელშეკრულების შეცვლასა და 2013 წლის 1 ივნისისათვის ევროპული სტაბილურობის მექანიზმის (ESM)  შექმნაზეც შეთანხმდნენ, რომლის ძირითადი დანიშნულებაც ვალებთან გამკლავება იქნება.  

აღნიშნული მუდმივმოქმედი  ფონდი  ჩაანაცვლებს ამა წლის მაისში ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაარსებულ 750 მილიარდიან  ფონდს.

ვან რომპეის თქმით, აღნიშნული ფონდის გაფართოების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი