ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრის დახურული შეხვედრა დონორებთან

12 ნოემბერი, 2010 • 1425
ჯანდაცვის მინისტრის დახურული შეხვედრა დონორებთან

დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის სფეროში მომუშავე  დონორი ორგანიზაციებისა ( USAID, UNICEF, WHO, UNDIO, UNAIDS, OSI)  და საელჩოების (გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, საბერძნეთის, ლიტვის) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშეძემ შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მას უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებების შესახებ, ესენია:  ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის, ადამიანური რესურსების განვითარების, ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემებისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საკითხები.

შეხვედრაზე მხარეებს თანამშომლობის სამომავლო გეგმებზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრაზე უნდა ემსჯელათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი