ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მოქალაქეს “ისლამური სახელმწიფოსკენ” მიმავალი გზიდან დეპორტაცია გაუკეთეს

23 მარტი, 2015 • • 1169
აზერბაიჯანის მოქალაქეს “ისლამური სახელმწიფოსკენ” მიმავალი გზიდან დეპორტაცია გაუკეთეს

საერთო ჯამში, რეიდების შედეგად თურქეთიდან დეპორტაცია ამ მიზნით ჩასულ 34 ადამიანს შეეხო. ისინი 17 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

 

როგორც გამოცემა იუწყება, დეპორტირებულთა უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. 34 ადამიანს შორისაა რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას გეგმავდა.

 

ამერიკული ორგანიზაციის, “ჯეიმსთაუნის ფონდის” ცნობით, აზერბაიჯანის ქალაქი სუმგაითი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ხდება “ისლამური სახელმწიფოს” (IS) მომავალი მებრძოლების თავმოყრა და შემდეგ მათი სირიაში გამგზავრება. ორი თვის წინ ამ ქალაქში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებიც, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ცნობით, IS-ის ჯიჰადისტების დაჯგუფების წევრები არიან.

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი