ახალი ამბები

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

20 მარტი, 2015 • • 1739
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო გვენეტაძის კანდიდატურა გიორგი მარგველაშვილმა 17 თებერვალს წარადგინა, როცა იგი 28 კანდიდატიდან შეარჩია. 

 

იურისტი ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. იგი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. 2005 წელს მან, მერაბ ტურავამ და თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშულა. მას თანამდებობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ 2005 წლის ბოლოს დაატოვებინა. ნინო გვენეტაძე 2012 წლამდე რესპუბლიკური პარტიის წევრიც იყო.

ნინო გვენეტაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე; ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნინო გვენეტაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე; ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი