ახალი ამბები

დავით ნარმანია საკრებულოს ანგარიშს აპრილის პირველ კვირაში ჩააბარებს

9 მარტი, 2015 • • 1186
დავით ნარმანია საკრებულოს ანგარიშს აპრილის პირველ კვირაში ჩააბარებს

საკრებულოს განცხადებით, თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რაც გაუგებარი და ფუჭია.

 

საკრებულოს ინფორმაციით, საქართველოს ორგანული კანონი – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას, თუმცა მკადფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს.

 

საკრებულოს ცნობით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები.

 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი, აცხადებენ საკრებულოში.

 

დავით ნარმანია
დავით ნარმანია 'ჰერმესის' წარმომადგენლებს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი