ახალი ამბები

აპატურაი: პოლიტიკური დევნის არსებობის აღქმა საქართველოს NATO-სკენ გზაზე ხელს შეუშლის

4 დეკემბერი, 2014 • 1111
აპატურაი: პოლიტიკური დევნის არსებობის აღქმა საქართველოს NATO-სკენ გზაზე ხელს შეუშლის

“ჩვენ ვართ შეშფოთებული, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით. უმთავრესია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც იქნეს პოლიტიკური დევნა თავიდან აცილებული და აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს. ამ აღქმამ უფრო ფართო მასშტაბები რომ მიიღოს და მყარად ფეხი მოიკიდოს ნატოს მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში, რა თქმა უნდა, ბარიერი იქნება ნატოს წევრობის გზაზე საქართველოსთვის,”– განაცხადა ჯეიმა აპატურაიმ.

 

ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრები, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან.


ჯეიმს აპატურაი თბილისში. თავდაცვის სამინისტროს ფოტო 04.12.2014
ჯეიმს აპატურაი თბილისში. თავდაცვის სამინისტროს ფოტო 04.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი