ახალი ამბები

მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 2 დეკემბერი

2 დეკემბერი, 2014 • • 1475
მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 2 დეკემბერი

საფრანგეთის პარლამენტის წევრები ტაშს უკრავენ პარლამენტის მიერ პალესტინის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებას.  © EPA,  2.12.2014

რეზოლუციას 339 დეპუტატმა მხარი დაუჭირა 51-ის წინააღმდეგ. მსგავსი საკანონმდებლო განხილვა ბრიტანეთში, ირლანდიაში, ესპანეთსა და შვედეთში გაიმართა.

ისრაელის დაცვის ლიგის წევრები საფრანგეთის პარლამენტის წინ შეირიბნენ, რათა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი გაეპროტეტებინათ.  © EPA,  2.12.2014

სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეები მიანმარის ქალაქ მანდალეიში. © EPA, 2.12.2014

22 მონაწილემ ეტლით მიანმარის დედაქალაქ რანგუნიდან მანდალეიმდე 643 კილომეტრი გაიარა 14 დღეში, რათა აღენიშნათ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ხსოვნის დღე, რომელიც ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.

კენიელი ჯარისკაცები შეკრებილი არიან ქვის მაღაროს დახოცილი მუშების ცხედრებთან ჩრდილოეთ კენიის ქალაქ მანდერასთან. © EPA,  2.12.2014

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა მაღაროს და 36 ადამიანი მოკლა. ამ შემხთვევას 10 დღით ადრე უსწრებდა მანდერასთან ახლომდებარედ სომალის ისლამისტური დაჯგუფების თავდაეხსა ავტობუსზე სადაც 28 არამუსლიმი მოკლეს.

ინდოელი ქალები აჩვენებენ მელნით შეღებილ საჩვენებელ თითს მას შემდეგ რაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ქაშმირის ქალაქ უდამპურში. © EPA,  2.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი