ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობას დაესწრება

8 ნოემბერი, 2014 • • 1009
დავით უსუფაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობას დაესწრება

“ალბათ მივალ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ კოლეგები არიან. ჩემი მისვლით თუ არმისვლით არავის შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებას არ ვურჩევ, ან თუ არ მივედი, გაბუტული ვარ ვინმესთან, ან თუ მივედი, სხვაზე მეტად ვარ გაბუტული და ა.შ.” – განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში”.

 

მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” “რესპუბლიკური პარტიის” პარტნიორია წლების განმავლობაში. 

“თავისუფალი დემოკრატები” არიან “რესპუბლიკური პარტიის” პარტნიორი პარტია წლების განმავლობაში. ისინი არიან “რესპუბლიკური პარტიის” შემდეგ მეორე ლიბერალური პარტია საქართველოში, ასაკითაც ასეა. და ჩვენ გვაკავშირებს საერთაშორისო დონეზეც ძალიან ბევრი საერთო ამბები. არც ირაკლი ალასანიაა “თავისუფალი დემოკრატები” და არც “თავისუფალი დემოკრატებია” ირაკლი ალასანია. უამრავი ადამიანია იქ, ვისთანაც წლების განმავლობაში საქმიანობა გვაკავშირებს, ” – განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი