ახალი ამბები

ალასანია არ პასუხობს კითხვას, დარწმუნებულია თუ არა ღარიბაშვილის ევროპულ კურსში

4 ნოემბერი, 2014 • • 1288
ალასანია არ პასუხობს კითხვას, დარწმუნებულია თუ არა ღარიბაშვილის ევროპულ კურსში

ალასანიას განცხადებით, მას ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ რომელიმე მინისტრს არ სურს საქართველოს ერვოპული გზით განვითარება.

 

“სრული ნდობა მაქვს მინისტრების, განსაკუთრებით ამ მიმართულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მინისტრს ისევე უყვარს ეს ქვეყანა და ისევე უნდა უკეთესი მომავალი ევროპაში და ნატოში ჩვენი ქვეყნის, როგორც მე. არც ერთ მინისტრში მე აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი. დარწმუნებული ვარ, მათ იმ გეგმით, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, წაიყვანონ ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

გადაცემის წამყვან გიორგი გაბუნიას კითხვას, დარწმუნებულია თუ არა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილიც ასევე ერთგულია ევროპული კურსის, ალასანიამ არ უპასუხა:

 

“პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მე შეფასებებს გავაკეთებ მას მერე, როდესაც მომეცემა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ხვალ”.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი