ახალი ამბები

ნანუაშვილი: იმედი მაქვს პარლამენტი გაითვალისწინებს შენიშვნებს ანტიდისკრიმინაციულ კანონში

30 აპრილი, 2014 • • 1047
ნანუაშვილი: იმედი მაქვს პარლამენტი გაითვალისწინებს შენიშვნებს ანტიდისკრიმინაციულ კანონში

ამის შესახებ მან კომენტარი მედიასთან “ქორთიარდ მარიოტში ” სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციის- “დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებლივ მდგომარეობასთან დაკავშირებით”- დაწყებამდე გააკეთა”:  

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

“კანონი უნდა იყოს მიღებული და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის შენიშვნები იყოს გათვალისწინებული, რაც სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. ძირითადად ეს ეხება კერძო სექტორს და ჩვენს უფლებებს კერძო სექტორთან მუშაობასთან დაკავშირებით. რომ გაგვაჩნდეს გარკვეული მანდატი, რათა კერძო სექტორში მუშაობის შესაძლებელობა გვქონდეს, როდესც საუბარია დისკრიმინაციის ფაქტებზე და ინფორმაციის გამოთხოვაზე, ასევე, სასამართლოს გამოყენებაზე დაჯრიმების პროცესში. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, დაფინანსების საკითხიც, რომლის გარეშეც შეუძლებელია რეალურად რაიმე მექანიზმის შექმნა, რომ გამოვლინდეს დისკრიმინაციის ფაქტები”– განაცხადა ნანუაშვილმა.  


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმარტებები, რომელიც უკავშირდება სექსუალურ უმცირესობას და გენდერულ იდენტობას, კანონში უნდა დარჩეს:


“ტერმინები უნდა დარჩეს ისე, როგორც არის ამჟამად მოცემული კანონპროექტში. ნებისმიერი დისკრიმინაციის საფუძვლის ამოღება კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ის ფორმა, რაც არის მოცემული აუცილებლად უნდა დარჩეს.”


რაც შეეხება იმ შენიშვნებს, რაც სახალხო დამცველმა წარადგინა პარლამენტში, ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ შენიშვნები გათვალისწინებული იქნება:

“ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის იმის დრო, რომ პარლამენტმა გაითვალისწინოს  ჩვენი რეკომენდაციები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის რამდენიმე რაკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია პარლამენტში და უნდა იყოს ასახული კანონპროექტში. იმედი მაქვს, რომ კანონის განხილვის ამ ეტაპზე მაინც მოხდება ჩვენი მოსაზრებების გათვალისწინება იმისათვის, რომ ეს კანონი იყოს ნამდვილად მოქმედი.” 


“ქორთიარდ მარიოტში ” სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებლივ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი