ახალი ამბები

სააკაშვილი: პირადად ივანიშვილი ურეკავდა დეპუტატებს, რომ გადაელახათ ვეტო ამნისტიაზე

15 ოქტომბერი, 2013 • • 966
სააკაშვილი: პირადად ივანიშვილი ურეკავდა დეპუტატებს, რომ გადაელახათ ვეტო ამნისტიაზე

“დათო დემურიას დედამ თქვა, რომ ეს ყაჩაღი რატომ იყო გარეთო? და მე ამაზე პასუხი არა მაქვს. 2005 წელს, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალისადმი, ეს ყაჩაღი დაჭერილი იყო, გრძელი ვადა ჰქონდა მისჯილი, ამნისტიის შედეგად, აპრილში გამოვიდა და შემდეგ ჩაიდინა რამდენიმე ყაჩაღობა, მოკლა ადამიანი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც სამეგრელოს სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა, როგორც ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავა, ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი – დავით დემურია.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის შეცდომა იყო ამნისტიის შესახებ კანონის მიღება, რომლის საფუძველზეც სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან მასობრივად მოხდა სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლება. მისი თქმით, როდესაც მან ვეტო დაადო აღნიშნულ კანონს, პირადად პრემიერი ივანიშვილი მონაწილეობდა, რომ ვეტოს დაძლევა მოეხერხებინა პარლამენტს:

 

“პირადად ივანიშვილი ურეკავდა დეპუტატებს, მაგის მომსწრე ვარ, რომ შეეგროვებინათ და გადაელახათ ვეტო პრეზიდენტის ამნისტიასთან მიმართებაში. რას ფიქრობდა, მაინტერესებს? მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, დავუსვა კითხვა – რას ფიქრობდა, როცა ლახავდა ამ ვეტოს და როცა უშვებდნენ ამ კრიმინალებს გარეთ? ეს არ არის რომელიღაც დეპუტატის ინიციატივა, პირადად რეკავდა ის და მათ შორის ჩვენს დეპუტატებსაც ურეკავდა. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა დავსერიოზულდეთ, არ შეიძლება ვიღაცის ჯინაზე რაიმეს კეთება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი