ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტი პრეზიდენტს მარტის ბოლოს მოუსმენს

21 თებერვალი, 2013 • • 1104
უსუფაშვილი: პარლამენტი პრეზიდენტს მარტის ბოლოს მოუსმენს

“მინდა გაცნობოთ, რომ თქვენ გექნებათ პარლამენტის ტრიბუნიდან  მიმართვის გაკეთების საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ, როდესაც ჩვენ დავასრულებთ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი  საკითხების განხილვას.” 

 

მისვე თქმით, 8 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით უმრავლესობა ეცადა პრეზიდენტს პარლამენტარებისთვის მიემართა და არა შენობისთვის:

“ჩვენ 8 თებერვლის პარლამენტში თქვენი გამოსვლა გადავდეთ, არ გაგვიუქმებია. იმიტომ, რომ თავიდან აგვეცილებინა თქვენი გამოსვლა პრაქტიკულად ცარიელ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამიტომ ჩვენც და თქვენც გაგვიჩნდა შანსი მოგვეგვარებინა ყველა საკითხი და თქვენ მართლაც პარლამენტისთვის მიგემართათ და არა ცარიელი კედლებისთვის. ჩვენ ამას ვცდილობდით და ამას ვცდილობთ დღესაც”.

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

 

 

“თქვენი გამოსვლა შედგება პარლამენტში და  მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენს სიტყვებს აქვს ფასი და ის ყველაფერი, რაც მე თქვენ მოგახსენეთ ჩვენი შეხვედრის დროს, არის ძალაში. შესაბამისად, თქვენ ნამდვილად გექნებათ საშუალება ამ შენობიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შენობიდან, მინდა ხაზი გავუსვა – პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბროთ. ეს შესაძლებლობა თქვენ მოგეცემათ, ეს შესაძლებლობა თქვენთვის არავის წაურთმევია. საქართველოს პარლამენტი მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის განუხრელი დაცვით” – განაცხადა ადვით უსუფაშვილმა.  

 

დავით უსუფასშვილის განცხადებით,  პრეზიდენტის გამოსვლა შედგება პარლამენტის კედლებში: ” ეს დამოკიდებული იქნება იმ ძალიან კონკრეტულ საკითხზე, თქვენ ბრძანეთ, რომ ბრძანდებით საქართველოს კონსტიტუციის გარანტი და ჩვენც სწორედ კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ. მზად ხართ თუ არა, საქართველოს პარლამენტს დაუბრუნოთ ის უფლება, რომელიც ეკუთვნის.”

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტს დღეს ღია წერილით მიმართა: 

 

 

“საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი საქართველოს პარლამენტსაც ეკისრება.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოსმენა უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი