ახალი ამბები

NDI: საქართველოში ყველაზე მეტად პატრიარქი, ივანიშვილი და უსუფაშვილი მოსწონთ

17 დეკემბერი, 2012 • • 1047
NDI: საქართველოში ყველაზე მეტად პატრიარქი, ივანიშვილი და უსუფაშვილი მოსწონთ

NDI-ს ცნობით, აგვსიტოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ივანიშვილის რეიტინგი 39% იყო. ამავე გამოკითხვით, ივანიშვილის შემდგომ პოზიციას 63%–ით იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომლის რეიტინგი 18% იყო 3 თვის წინ.

 

უსუფაშვილს რეიტინგით მოსდევენ: ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი და ზვიად ძიძიგური.

 

NDI-ს გამოკითხვით შემცირებულია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა რეიტინგიც. მაგალითად, სააკაშვილის რეიტინგი აგვისტოდან დღემდე 61%დან 29%–მდე შემცირდა, 58%–დან 29%–მდეა შემცირებული გიგი უგულავას მოწონების მაჩვენებელიც, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის გამოკითხულთა მხოლოდ 28%–ს  მოსწონს, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 62% იყო.

 

NDI-ს კითხვა აღნიშნულ თემაზე შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: “მოგწონთ თუ არ მოგწონთ?” კითხვას ჰქონდა ოთხი შესაძლო პასუხი: მომწონს, არ მომწონს, არ ვიცი და უარი პასუხზე.

 

NDI-ს კიდევ ერთი კითხვა იყო- როგორ შეაფასებთ ამა თუ იმ პირის საქმიანობას?

 

პატრიარქის საქმიანობას გამოკითხულთა 75% აფასებს ძალიან კარგად, 13% – კარგად. ცუდად და ძალიან ცუდად –0%, არ ვიცი – 4%, უარი პასუხზე – 5%.

 

ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას 34% აფასებს ძალიან კარგად, 35% – კარგად, 11% – საშუალოდ, 2% – ცუდად. 1% – ძალიან ცუდად.

 

დავით უსუფაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 5%, კარგად – 33%, საშუალოდ – 21%, ცუდად – 15%, ძალიან ცუდად – 4%.

 

გამოკითხვის საველე სამუშაოები 14–23 ნოემბრის პერიოდში  ჩატარდა საქართელოს მასშტაბით და სულ 1 947 დასრულებული ინტერვიუ შედგა. ცდომილების ზღვარი არის პლუს–მინუს 3%. 

მასალების გადაბეჭდვის წესი