ხელოვნება

დიეგო რივერას შექმნილი უჩვეულო შადრევანი განახლდება

26 დეკემბერი, 2011 • 1495
დიეგო რივერას შექმნილი უჩვეულო შადრევანი განახლდება

მექსიკელი კუბისტი მხატვარი, დიეგო რივერა როგორც ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, დეტროიტში და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც მუშაობდა, თუმცა მისი ყველაზე უჩვეულო და საინტერესო ნამუშევრები მეხიკოშია განთავსებული, მათ შორის სკულპტურული და არქიტექტურული ექსპერიმენტული ნამუშევრები.

მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოა გიგანტური შადრევანი, რომელიც რივერამ 1950 – 1952 წლებში გააკეთა.

“ეს განსაკუთრებული და ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია რაც კი რივერას ცხოვრების მანძილზე გაუკეთებია”, – აღნიშნავს ორგანიზაცია Probosque Chapultepec–ის წევრი ლილია ჰაუა. ორგანიზაცია თანხების მოზიდვას აწარმოებს შადრევნის აღსადგენად.

შადრევანი, რომელიც უჩვეულო ფრესკებისგან შედგება ათწლეულების მანძილზე დახურული იყო და საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდა, ამჟამად შადრევნის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ლილიას თქმით შადრევნის აღდგენა განსაკუთრებული სიფრთხილით ხდება ისე, რომ დიეგო რივერას სტილის დარღვევა ოდნავადაც არ მოხდეს.

რივერას ნამუშევარი ასი ფუტის სიგრძისაა, შადრევანს გარშემო აუზი აქვს, აუზში კი წვიმის, ნაყოფიერების და წყლის ღმერთი ტლალოკი წევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი