ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე გადადგა

10 თებერვალი, 2015 • • 1818
თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე გადადგა

„ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა.

 

მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე,“ – ნათქვამია ზუმბაძის განცხადებაში.

 

ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ვალერი ზუმბაძე წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა “ენვერის”, ფოტორეპორტიორებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეებზე, როგორც მაშინდელი შსს-ს წარმომადგენელი, არაერთხელ განაცხადეს საჯაროდ თავის დროზე ჯაშუშობისთვის დაკავებულმა და პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ; ასევე, საიხან მუზაევმა, რომელიც აცხადებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო მას პოლიცია დღემდე დევნის. მათივე განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაწინაურდა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, რომელიც მანამდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი