ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა რუსეთს ეწვიოს

28 იანვარი, 2015 • • 3012
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა რუსეთს ეწვიოს

აღნიშნული სააგენტო კრემლისგან მიღებულ პასუხს იმოწმებს, თუმცა ამ წერილში კონკრეტულად კიმ ჩიენ ინის სახელი ნახსენები არ არის. კიმ ჩენ ინს 3-წლიანი მმართველობის პერიოდიში არც ერთი საერთაშორისო ვიზიტი არ განუხორციელებია.

 

კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

21 იანვრს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დასასრულის 70 წლისთავზე გასამართ ღონისძიებაზე მოიწვიეს. მისვე თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობიდან მიღებული პირველი პასუხი პოზიტიურია.

 

სააგენტო წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არის იმ 20 ქვეყნის ლიდერებს შორის, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ თანხმობა განაცხადეს, მაგრამ კიმ ჩენ ინის სახელი დაკონკრეტებული არ არის.

 

თავად ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ჩრდილოეთ კორეის პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ მწირი საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც კიმ ჩეინ ინის გარდაცვლილი მამა ახორციელებდა, არასდროს ყოფილა წინასწარ ცნობილი და მის წარმომადგენლობას განცხადება წინასწარ არასდროს გაუვრცელებია.

 

კიმ ჩეინ ინის მამა კიმ ჩეინ ირი რუსეთს 2011 წლის აგვისტოში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ეწვია, თუმცა უფრო ხშირად ჩინეთში ვიზიტებით გამოირჩეოდა.

 

კიმ ჩენ ირი ჩინეთში ვიზიტისას
კიმ ჩენ ირი ჩინეთში ვიზიტისას

მასალების გადაბეჭდვის წესი