ახალი ამბები

ლომის ბოკვერი შუმბა მოკლული იპოვეს

14 ივნისი, 2015 • • 2897
ლომის ბოკვერი შუმბა მოკლული იპოვეს

ამის შესახებ ნეტგაზეთს ზოოპარკის თანამშრომელმა განუცხადა. ცხოველი ზოოპარკის ტერიტორიაზე მოკლეს. 

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

 

 

 

ზოოპარკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლომ შუმბას ეძებენ და მოუწოდა ყველას არ მოკლან, არ ესროლონ, რადგან ზუსტად იციან მისი …

Posted by Zhvania Nino on Saturday, June 13, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი