ახალი ამბები

აქციის მონაწილეებს ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში პოლიცია არ უშვებს

12 ივნისი, 2015 • • 1113
აქციის მონაწილეებს ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში პოლიცია არ უშვებს

კონსტიტუციის 42-ე მუხლის ცნობით, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, აქციაზე მისულ უფლებადამცველებს სკვერი პოლიციელებით შემოსაზღვრული დახვდათ და ისინი პოლიციამ სკვერში არ შეუშვა.

“დღეს საქართველო აზერბაიჯანივით იქცევა. ქართული პოლიცია არ გვაძლევს უფლებას მშვიდობიანად შევიკრიბოთ საჯაროდ”, – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკზე Amnesty International-ის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა, რომელიც ასევე აპირებდა დღევანდელ აქციაში მონაწილეობას.

Posted by Eka Rostomashvili on Friday, June 12, 2015

შეგახსენებთ, რომ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანში ევროპული ოლიმპიადის გახსნას აპროტესტებენ: “იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება 12 ივნისს საზეიმო ვითარებაში ხსნის ევროპულ ოლიმპიადას”, – აცხადებენ ორგანიზატორები. 

აქციის მონაწილეები სლოგანით – “სპორტი ადამიანის უფლებებისათვის” – აზერბაიჯანში ევროპული თამაშების გახსნის დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების გაპროტესტებას აპირებდნენ.

თუ რა მიზეზით არ შეუშვეს აქციის მონაწილეები სკვერში, ამის გასარკვევად ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გაარკვევენ დეტალებს და მოგვიანებით გვაცნობებენ შესაბამის პასუხს.

აქციის მონაწილეები ჰეიდარი ალიევის სკვერში არ შეუშვეს, ლევან ასათიანის ფოტო, 12.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი