ახალი ამბები

შსს: “საქართველოს რკინიგზის” 2 თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს

5 თებერვალი, 2015 • 1127
შსს: “საქართველოს რკინიგზის” 2 თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს

“გამოძიებით დადგინდა, რომ „ბორჯომის სადგურის“ ხელმძღვანელი გოჩა კოპაძე და „ბორჯომის სადგურის“ მთავარი ინჟინერი ვასილ გოგოლაძე 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლამდე მოქალაქეს, რომელიც ქალაქ თბილისში, „ბორჯომის სადგურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არაოფიციალურ ავტოსადგომზე განთავსებულ ავტომანქანებს მეთვალყურეობას უწევდა, ყოველდღიურად სთხოვდნენ და ართმევდნენ 150 ლარს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ავტოსადგომიდან გაგდებით ემუქრებოდნენ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორია „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებას წარმოადგენდა,”– წერია შსს–ს განცხადებაში

 

შსს–ს ცნობით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

ფოტო –  შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი