ახალი ამბები

უნივერსიტეტთან სტუდენტებს ლელა გაფრინდაშვილი შეუერთდა

16 აგვისტო, 2013 • 991
უნივერსიტეტთან სტუდენტებს ლელა გაფრინდაშვილი შეუერთდა

 “სამწუხაროდ, უნივერსიტეტისთვის არ არის უცხო პოლიტიკური ზეწოლა. აკადემიური საბჭო არ გამოცვლილა. ვიცნობ აკადემიური საბჭოს სხვა გადაწყვეტილებებს და სწორედ აქედან გამომდინარეობს მის მიმართ უნდობა” – განაცხადა მან “ნეტგაზეთთან” საუბარში – “თუმცა არსებობს შანსი, რომ მათ გააკეთონ სამართლიანი არჩევანი. ის განწყობები, რომელიც არსებობს სტუდენტებში და პროფესორებში, მთავარია, რომ აისახოს საბჭოს არჩევანზე. თუ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა ეს პროცესი, არ უნდა იყოს ცუდი შედეგი”.

 

გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ პირადად ბევრ კანდიდატს არ იცნობს და არც მათი აკადემიური დონე იცის:

 

“ მათგან ლადო პაპავა მსმენია, მსმენია მისი კვლევების შესახებ და მისი რამდენიმე სამეცნიერო სტატია მაქვს წაკითხული, ვიცი მარინა მუსხელიშვილი და მისი ნაშრომები. ასევე ვიცნობ მარინა ჩიტაშვილს, რომელმაც მოხსნა მისი კანდიდატურა. დანარჩენების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. ის, რაც დაიდო, მხოლოდ იმ მასალებს გავეცანი. ვფიქრობ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაზე იმუშავებს მეცნიერის პოპულარობა და კვალიფიკაცია. როგორც ამბობენ, ბრძოლა წავა ლადო პაპავასა და მარინა მუსხელიშვილს შორის”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

 

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის არცევნები მიმდინარეობს, რომელშიც 13 კანდიდატი მონაწილეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი