ახალი ამბები

10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მსოფლიოში [ფოტო]

4 სექტემბერი, 2013 • • 5961
10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მსოფლიოში [ფოტო]

ლუანდა, ანგოლა

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა– 6,500 დოლარი.

საერთაშორისო გაზეთი–5 დოლარი და 42 ცენტი

ერთი ჭიქა ყავა–3 დოლარი და 88 ცენტი. 

 

ნავთობმა სამხრეთ აფრიკის აღნიშნულ ქვეყანას დიდი სიმდიდრე მოუტანა. მაღალი გადასახადების და შიდა დაპირისპირებების გამო ფასები კვლავ ძალიან მაღალია. 

ამერიკელებისთვის, რომლებიც ლუანდაში სამუშაოდ მიდიან, ყველაფერი ძვირია. მერკერის კვლევის მიხედვით ჯინსის ფასი 204 დოლარია.  ქვეყნის მოსახლეობის 40,5% სიღარიბეში ცხოვრობს, ყველაზე იაფი ქვეყანაში გაზის საფასურია. 


ლუანდა
ლუანდა


მოსკოვი, რუსეთი

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა – 4,600 დოლარი.

საერთაშორისო გაზეთი–9 დოლარი და 95 ცენტი

ერთი ჭიქა ყავა–8 დოლარი და 29 ცენტი. 


მოსკოვში აპარტამენტის ქირის ფასის ფონზე მანჰეტენის ფასებიც კი იაფად გამოიყურება–წერს CNN-ი. ერთი ლიტრი რძე საშუალოდ 7 დოლარი და 59 ცენტი ღირს. ყავის ფასი კი 8 დოლარს აჭარბებს.

 

მოსკოვი
მოსკოვი


ტოკიო, იაპონია

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა– 4, 513 დოლარი.

საერთაშორისო გაზეთი–5 დოლარი და 37 ცენტი

ერთი ჭიქა ყავა– 6 დოლარი და 98 ცენტი. 

 

ტოკიოში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, იგი ერთ–ერთი მჭიდროდდასახლებული ქალაქია მსოფლიოში, რაც ნიშნავს, რომ უძრავი ქონება ფუფუნების საგანია. ტოკიოში ქირის ღირებულება მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერვისია. მერკერის კვლევის მიხედვით  2 საძინებლიანი აპარტამენტის ფასი საშუალოდ 4, 500 დოლარია. 

ტოკიო
ტოკიო


ნჯამენა, ჩადი

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა– 2, 245 დოლარი.               

საერთაშორისო გაზეთი–6 დოლარი და 94 ცენტი

ერთი ჭიქა ყავა– 3 დოლარი და 6 ცენტი. 

 

ნჯამენაში ჩასვლაც კი ძვირადღირებული სერვისია. ბილეთის ფასი ნიუ–იორკის აეროპორტიდან 2, 500 დოლარზე ნაკლები არ ღირს. “ქლაბ სენდვიჩის” და სასმელის ღირებულება ჯამენაში 25 დოლარია, მერკერის კვლევის მიხედვით ყოველდღიური გაზეთი 7 დოლარამდე დაგიჯდებათ. 

 

ნჯამენა
ნჯამენა

 


სინგაპური

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა –3 795 დოლარი

ყოველდღიური გაზეთი –3, 63 დოლარი

ერთი ჭიქა ყავა –4,84 დოლარი

 

ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, სინგაპურში ერთ სულ მოსახლეზე არსებული შემოსავალი 51 709 დოლარია, რაც ერთ–ერთი მაღალი მაჩვენებელია. თუმცა მაღალი ინფლაციისა და გადასახადების გამო მოსახლეობა დიდ თანხებს იხდის საქონელსა და სერვისში. 

 

სინგაპური
სინგაპური

 


ჰონ კონგი

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა –7,092 დოლარი

ყოველდღიური გაზეთი –3.87 დოლარი

ერთი ჭიქა ყავა –5.67 დოლარი

 

ჰონ კონგში გაქირავების ბაზარი აფეთქებას განიცდის, საცხოვრებელ სახლებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც პოტენციური მყიდველების ფინანსებს მძიმე მდგომარეობა შეუქმნა. მერკერის მიხედვით 2 საძინებლიანი მდიდრული აპარტამენტის ქირა თვეში 7 000 დოლარზე მეტი თანხა ჯდება, ხოლო ხოლო 3 საძინებლიანი მდიდრული აპარტამენტის ქირა 13 500 დოლარია. 

 

ჰონ კონგი
ჰონ კონგი

 


ჟენევა, შვეიცარია

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა –4,350 დოლარი

ყოველდღიური გაზეთი –4.35 დოლარი

ერთი ჭიქა ყავა –6.52 დოლარი

 

შვეიცარიული ფრანკი გაცილებით მყარია დოლართან შედარებით. მერკერის მიხედვით, კინოს ბილეთი 18 დოლარი, ხოლო სწრაფი კვების ობიექტების საკვები 12 დოლარი დაგიჯდებათ. 

 

ჟენევა
ჟენევა


ციურიხი

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა –3,915 დოლარი

ყოველდღიური გაზეთი–4.35 დოლარი

ერთი ჭიქა ყავა –5.98 დოლარი

 

მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი ფინანსური ცენტრი. ქალაქის მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი ბანკებში და საინვესტიციო ფირმებში მუშაობს. უმუშევრობის დონე კი ძალიან დაბალია და მხოლოდ 3.1%. ციურიხში ცხოვრება ძვირია, “ქლაბ სენდვიჩის” ფასი 30 დოლარია. 

 

ციურიხი
ციურიხი

 

ბერნი, შვეიცარია

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა –2,687 დოლარი

ყოველდღიური გაზეთი –4.35 დოლარი

ერთი ჭიქა ყავა –4.35 დოლარი.

 

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიამ დეფლაცია განიცადა ბოლო წლების განმავლობაში, ფასები რძიდან დაწყებული კინოს ბილეთით დამათავრებული მაინც მაღალია. ჰამბურგერის ფასი ბერნში 12 დოლარია, ხოლო  ჯინსის ფასი 138 დოლარი.

 

ბერნი
ბერნი


სიდნეი

მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა –2,551 დოლარი

ყოველდღიური გაზეთი–6.20 დოლარი

ერთი ჭიქა ყავა–5.16 დოლარი.

 

უძრავი ქონების ბაზარმა სიდნეი საცხოვრებლად ძვირადღირებულ ადგილად აქცია. ბურგერი სასმელთან ერთად 9 დოლარზე მეტი ღირს, ხოლო კინოში ორი ბილეთი 40 დოლარზე მეტი დაგიჯდებათ. 

 

სიდნეი
სიდნეი

 

მერკერის კვლევის ფარგლებში 5 კონტინენტზე 214 ქალაქის მონაცემები შემოწმდა. კვლევისას 200 მონაცემის შედარება მოხდა, მათ შორის, საცხოვრებლის, ტრანსპორტირების, კვების, ჩაცმის და გართობის ხარჯების.

მასალების გადაბეჭდვის წესი